არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის” თავმჯდომარე ნუკრი ნოდია გმობს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონული დე ფაქტო სასამართლოს მიერ დღეს გამართული წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებას, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ.
ორგანიზაცია არაკანონიერად მიიჩნევს ოკუპირებული ძალების მიერ გამოტანილ განაჩენს და მოითხოვს დაუყონებლივ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას.
"მოვუწოდებ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა ვაჟა ექიმი მშვიდობიანად დაუბრუნდეს თავის ოჯახს" , - აცხადებს ნუკრი ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.