ფონდი არველაძეების, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პარტნიორობით, სოფელ ბირლიკის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე 40-მეტრიანი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაიხსნა.

დღესვე, სკოლის ბაზაზე 25 მოზარდით დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა, რომელსაც ფონდ არველაძეების მიერ შერჩეული მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

გუნდის წევრებს საფეხბურთო ეკიპირება საჩუქრად გადაეცათ.

სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა“ და ფონდ „არველაძეების“ დაფინანსებით შესრულდა.

სპორტული მოედნის გახსნის ღონისძიებას საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა სერენ იაზგანი, ფონდ „არველაძეების“ დამფუძნებლები - აჩი და რეზი არველაძეები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვი, მერის მოადგილეები - დავით ჭანტურია და დუნიამალ გაჯიევი დასწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.