ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
14-12-2019, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 74-ე საზოგადოებრივი ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში გახსნა.



პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში კომფორტულ გარემოში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდება.


ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ანა ჩერნიშოვა, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები. 



ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ცენტრის გახსნა მიულოცა.  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ,  დონორი ორგანიზაციის − გაეროს განვითარების პროგრამის − (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანა ჩერნიშოვამ.



იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტები წარმოადგენს. ყაჩაღანის  საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით  ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისის სწრაფად, კომფორტულ გარემოში მიღებას. დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად მარნეულში უწევდათ ჩასვლა.  საზოგადოებრივი ცენტრი ყაჩაღანისა და მიმდებარე 6 სოფლის − თაქალოს, ხაჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.


ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს. მომხმარებელს ადგილზე შეეძლება, მიიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკადასტრო გეგმის მომსახურება და სხვა. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს სოფლიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. „მაგთისა“ და „ლიბერთის“ ოფისები ყაჩაღანში დღემდე არასდროს ყოფილა.



საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს.  სოფლად მცხოვრებთა სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისათვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების საუკეთესო საშუალებაა.



საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც.

 


ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების“ მხარდაჭერით განხორციელდა. გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP), შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის − ყაჩაღანისა და ჭრებალოს − მშენებლობა დააფინანსეს. შესაბამისი ხელშეკრულება გაერო-ს განვითარების პროგრამასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 26 თებერვალს გაფორმდა.



საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი