თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის ერეკლე კუხიანიძის მიერ ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი გამოეხმაურა. ის არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.
„არ შევდივართ ვინმესთან პოლემიკაში. ყველა ადამიანს, იქნება ეს კერძო პირი, საკრებულოს დეპუტატი თუ ე.წ. ბოტი, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასამართლოს გზით მოეთხოვება პასუხი“, - განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.