თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასავლეთ ევროპაში უკანონოდ წავა და ზოგიერთი მათგანი იქ კრიმინალში გაეხვევა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიიღება გაუჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რომელიც ამბასადორიალის მეორე დღის ფარგლებში ელჩების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
"როგორც გერმანიის ელჩმა, ბატონმა ლადომ აღნიშნა, გერმანიის სახელმწიფო წუხს, როდესაც საქართველოდან არალეგალურად მიედინებიან დასავლეთ ევროპაში ჩვენი მოქალაქეები. მათ ატყუებენ, ეუბნებიან, რომ დასაქმდებიან, იქნებიან ბედნიერები, გამდიდრდებიან და რეალურად კი, იქ რომ ჩადიან არავითარი სამსახური არ ხვდებათ და კიდევ უფრო შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე იყვნენ საქართველოში. ამიტომ ბატონმა ლადომ ითხოვა, რომ მთავრობამ გააქტიუროს ქვეყნის შიგნით კამპანია და ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ დასავლეთ ევროპა არ არის ელდორადო. დასავლეთ ევროპაში არავინ არავის მზამზარეულ სამსახურს არ ახვედრებს და თუკი წინასწარ არ ვიცით რა ხელფასი გვექნება, სად მივდივართ, მაშინ ასეთ წასვლაზე უარი უნდა ვთქვათ", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ იმ მოქალაქეებს რომლებიც არალეგალურად მიდიან დასავლეთ ევროპაში, ხშირად შემდეგ დაბრუნების ფულიც კი არ აქვთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.