გენერალურ პროკურატურაში დაბარების შემდეგ გიგა ბოკერია ელოდება, რომ ივანიშვილი მას დაიჭერს - „ეს არის ძველი საქმე, რომელიც 5 წელია არ გახსენებიათ... ახლა ივანიშვილმა დაანონსა დაჭერები; არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს“
16-12-2019, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგა ბოკერია სისხლის სამართლის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მისი იქ მისვლაზე უარის თქმის გამო, იგი სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

 

 

გენერალური პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.

 

 

„გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.

 

 

ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“, ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ბოკერიამ განაცხადა, რომ „ახლა ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს“.

 

 

„ხვალ მე არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც ხუთი წელია, ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის. ზოგადად, ეს არის ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების აგონიის კლიმატი, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ მასზე, ბრალი ასევე წაყენებული აქვთ ოპოზიციის სხვა ლიდერებს, მათ შორის გიგი უგულავას და ნიკა მელიას.

 

 

„უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს ცვლის. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი - ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით თუ დევნით - და ძალიან ცუდად დაამთავროს მისთვის“, განაცხადა გიგა ბოკერიამ და დაამატა:

 

 

„2014 წელს ყველაფერი მკითხეს, რაც კი, საბჭოს საქმიანობას და იმ გადაწყვეტილებებს ეხებოდა, რომელსაც მე ვიღებდი. როგორც ჩანს, საქმე ფორმალურად არ შეწყვეტილა, მაგრამ 5 წელიწადი არაფერი არ გახსენებიათ. ეს საქმე ჩაიფარცხა მაშინ, რადგან აბსურდული იყო და სხვა პოლიტიკური ფიგურები მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყვნენ. ამ ეტაპზე, ახლა, ამ პოლიტიკური კრიზისის დროს გაიხსენა ეს, მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაიქადნა“.

 

კომენტარები: 1
#1   Minerva
      
1 აპრილი 2026 16:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი