შალვა ნათელაშვილი: „თავისუფლების მოედანზე ვნახე თავისუფლება აღკვეთილი საზოგადოება, სევდის ოკეანეში, გულნატკენი ქართველებით სავსე, ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით“
16-12-2019, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავისუფლების მოედანზე ვნახე თავისუფლება აღკვეთილი საზოგადოება, სევდის ოკეანეში, გულნატკენი ქართველებით სავსე, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“.

 

 

„ალბათ ასე გამოიყურებოდა ხალხი 1921 წელს, რუსეთის ოკუპაციის დღეს, კოლაუ ნადირაძის ლექსით - „წვიმდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“ - სახელმწიფო აპარატი სრულად უნდა იყოს დეპარტიზებული და პოლიტიკური მმართველობის შეცვლა არ უნდა იწვევდეს მათ სამსახურებიდან გაყრას, მათზე შანტაჟსა და ტერორს. მხოლოდ პროფესიონალიზმი, წესიერება, არაკორუმპირებულობა უნდა იყოს განმსაზღვრელი მათი მოღვაწეობა-წინსვლისათვის და არა პარტიულობა, მონობა, მოძალადეობა, ძლიერთ ნათესაობა-ახლობლობა. ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით”, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   manana
      
ეგრე რა უნდა იყო იქ სადაც ქარისხალია და არა რო გაქრები ხოლმე კრიტიკულ სიტუაციებში შალიკია
16 დეკემბერი 2019 12:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი