იმერეთის გუბერნატორმა და ხონის გამგებელმა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
03-09-2015, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. გზების რეაბილიტაციაზე მიმდინარე წელს 1 677 770 ლარი იყო გამოყოფილი, ამ ეტაპზე ქალაქ ხონში უკვე დასრულებულია თუთისანის, გორგასლისა და ქაცარავას ქუჩებზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება.


ხონის გამგეობის ინფორმაციით, ქალაქში სულ 3-კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდა და ასევე, დასკვნით ფაზაშია სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებიც. ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გზა ამორტიზებული იყო, რაც ტრანსპორტისა და მგზავრების გადაადგილებას პრობლემებს უქმნიდა.


დღესვე, ხონის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.


თათბირის ერთ–ერთი მთავარი თემა მოსახლეობის საშეშე მასალით უზრუნველყოფა იყო. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის უფროსმა მანუჩარ გაფრინდაშვილმა, მხარის პირველ პირებს აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე ასევე, ანგარიში წარადგინა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონული სამსახურის ყველა წარმომადგენელმა.


მხარეებმა რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და დაბინძურებული ლოკაციების გაწმენდის გზებზე იმსჯელეს.


იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში ყოველ თვეში მართავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი