სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად, ფეხით სიარულს გავაგრძელებ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის ურთიერთობა არ გაწყდეს.
"მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.