საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრის ახალი ბრძანებების მიხედვით, ვლადიმერ გურგენიძე, გიგი გიგიაძე, დავით ჯალაღანია და ხათუნა თოთლაძე მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოადგილეები იქნებიან.
ასევე თანამდებობაზე რჩება დავით დონდუა, რომელიც კვლავაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იქნება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, იგი უწყებაში საკადრო ცვლილებებს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდება და კარდინალურ გადაწყვეტილებებს ამ კუთხით არ მიიღებს.
"საგარეო უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები და წლების განმავლობაში ყალიბდებიან ასეთებად. ამიტომ, მე მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდები იმას, რომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გავაკეთო. თუმცა, ბუნებრივია, რომ რაღაც საკადრო ცვლილებები იქნება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.