საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას მართავენ.
შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ კოლეგებს 15 დეკემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობენ.
მისივე თქმით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები არშეწყდება.
„მივდივართ იმიტომ, რომ იქნებ რაღაცა გამოვიდეს. ყველა მოლაპარაკების აზრიც ხომ ეს არის, ფეხბურთის მატჩივით გარანტია რომ არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო. შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ მიდიხარ იმიტომ, რომ შენს თავსაც შეხედო, მოწინააღმდეგესაც შეხედო. ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს. არ შეწყდება. გეგმა მკაფიოა, საპროტესტო აქციების გაგრძელება, ზუგდიდი, ბათუმი, საქართველოს პარლამენტი, საკრებულო და ამის შემდეგ ყველგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.