ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"ეს იყო ცალსახად შეურაცხმყოფელი განცხადება არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის მიერ ასე შეურაცხმყოფელად მოხსენიებულ დეფინიციაში შეიძლება თავს გრძნობდეს. მათ შორის, პირადად ჩემთვისაც, ადამიანისთვის, რომელიც ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ვიყავი ასევე ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს", ანუ ე.წ. სოროსის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. მე ჩემი წარსულით ვამაყობ და თუ ვინმეს პრობლემა აქვს ამასთან, შემიძლია, პირადად განვუმარტო ყველა ის სიკეთე, რომელსაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნისთვის 20 წელია, აკეთებენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.