თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ აპარატის თანამშრომლებთან თათბირი გამართა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა მოკლედ შეაჯამა 2019 წელს მიღწეული წარმატებები თუ პრობლემები და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი გუნდური მუშაობისათვის.
ბონდო სოფრომაძემ ასევე იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2020 წელსაა დაგეგმილი და რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობაში.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.