მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მკლავჭიდელმა ყველაზე პრესტიჟული - მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირი მოიგო, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
მისმა უწმინდესობამ ლევან საგინაშვილს გამარჯვება მიულოცა, დიდი სიყვარულით დალოცა და მასაც და მის თანმხლებთაც შემდგომი წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.