ერეკლე კუხიანიძე: „ვნანობ, ყველაფერი ითქვა, იყო ბოდიშიც, ოჯახთანაც გავარკვევ ყველაფერს“
17-12-2019, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვნანობ, ყველაფერი ითქვა, იყო ბოდიშიც, ოჯახთანაც გავარკვევ ყველაფერს, – განუცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ ჟურნალისტებს.

 

 

კუხიანიძის თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებულმა განცხადებამ თუ ვინმე დააზიანა, ის მზად არის, რომ ყველაფერს ჩამოშორდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ვიდრე ის, მოიხდის თუ არა ერეკლე კუხიანიძე ბოდიშს.

 

 

„ვინ ვის ბოდიშს მოუხდის, ვინ როდის გადადგება, ეს იმდენად უმნიშვნელო რაღაცებია და იმდენად სერიოზული საკითხები დგას დღეს, ეს არაფერს იძლევა. ყველაფერი ითქვა დღეს, ბოდიშიც იყო. ვნანობ, ბოდიშს არ იხდის ის ადამიანი, თუ რაღაცას არ ნანობს.

 

 

ძალიან მარტივად ხდება ადამიანებს შორის ურთიერთობის დალაგება, ოჯახთანაც და ყველასთან გავარკვევ ყველაფერს. გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებია, რომ ეს ფსიქოზი დამთავრდეს და ამის დამთავრება არავის არ აწყობს. როგორც ჩანს, გაცილებით მნიშვნელოვანია რაღაცა აჟიოტაჟი შექმნა, ვიდრე ამაზე მოხდეს მსჯელობა, ლაპარაკი და ჩვენი ქვეყნის გამოყვანა იმ კატასტროფული მდგომარეობიდან, რომელშიც არის, იმ „ნაციონალური“ ნარატივიდან. ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, ყველა მაგას გვეუბნება, მთელი დასავლეთი, ჩვენ კიდევ ვქმნით ურაპატრიოტულ განწყობას, როცა გვეუბნებიან, რომ არ გააკეთოთ ისეთი რაღაც, რომელიც გამოიწვევს ურთიერთობის გაუარესებას. ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ერეკლე კუხიანიძე ბოდიშს მოიხდის თუ არა. ეს უკვე ითქვა. თუ ჩემმა ლაპარაკმა ვინმე დააზიანა, მზად ვარ საერთოდ ჩამოვშორდე ყველაფერს. ეს არ არის მთავარი, მთავარია გამოსავლის მოძებნა“,- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი