ტექსტილის მწარმოებლებთან ნაყოფიერი შეხვედრებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს
17-12-2019, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, ტექსტილის მწარმოებლებთან ნაყოფიერი შეხვედრებიდან გამომდინარე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს.

 

 

გეგმის მიზანია, საქართველოს უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლონ კვალიფიციური პერსონალის მომზადება ტექსტილის წარმოებისთვის.

 

 

„ტექსტილის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მსხვილი დამსაქმებელი და ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულებაა. ყველა გამოწვევა, რომელიც დარგის განვითარებას უშლის ხელს, მთავრობის მიერ გადაუდებელ ამოცანად სახელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

3 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ტექსტილის ინდუსტრიასთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა - ნათია თურნავამ და მიხეილ ჩხენკელმა ტექსტილის ბიზნესის წარმომადგენლებთან პროფესიული კადრების მომზადების საკითხებზე ისაუბრეს.

 

 

აღნიშნული შეკრების ჩატარება 18 ოქტომბერს ნათია თურნავასა და სამკერვალო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე დაიგეგმა, რომლის დროსაც გამოიკვეთა დარგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის საკითხზე.

 

 

შეხვედრაზე ტექსტილის კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს და შესაბამისი მიმართულების პროფესიული პროგრამის შექმნაში მონაწილების მზადყოფნა გამოთქვეს. აღინიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მზად არის, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება კომპანიებს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

 

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. დაინტერესებულ კომპანიებს აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი