„ვაჟა გაფრინდაშვილი იმიტომ არის მაგარი კაცი, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაწესებული და 9 ნოემბრამდე „მოხატული საზღვარი“ გადღაბნა“, - ასე აფასებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მძინარაშვილი.
„იცით, რა აგიჟებთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს?!
რა და, - გამოჩნდა ერთი ქართველი კაცი, რომელმაც ხელი არ მოაწერა, არ აღიარა სახელმწიფო საზღვარი შუაგულ ქართლში!
აქამდე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, - დაატყვევებდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, აღიარებინებდნენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, გადაახდევინებდნენ 2000 რუბლს და გამოუშვებდნენ.
აქ 2000 რუბლი არ არის მთავარი!
მათთვის მთავარი ის აღიარებაა!
საქართველოს მოქალაქეები აღიარებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს არა როკის გვირაბთან, არამედ ქართლის გულში!
ფურცელ-ფურცელ აგროვებდნენ ამ აღიარებებს, ვაჟა გაფრინდაშვილმა კი ეს საოკუპაციო წესი დაარღვია, რითაც მთლიანად ამოატრიალა საოკუპაციო რეალობა!
თუკი აქამდე ჩვენ სხვა სახელმწიფოებს ვთხოვდით, არ ეღიარებინათ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“, არადა ჩვენივე მოქალაქეები აღიარებდნენ "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის" აღიარებით, ახლა უკვე ახალი წესი მოქმედებს!
9 ნოემბრიდან საქართველოში ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო!
ეს შეიძლება დიდი, ძალიან დიდი პროცესების დასაწყისად იქცეს!
აქამდე არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ გაემეორებინა გურამ გაბესკირიას საოცარი სიტყვები, - Никогда в жизни! (არასოდეს ცხოვრებაში!)
ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა!
თქვა და ხელი არ მოაწერა სახელმწიფო საზღვრის აღიარებას!
აი, ამიტომ არის მაგარი კაცი!
P. S. არ მინდა, ისე გამიგოთ, თითქოს იმათ, ვინც ამგვარი „დანაშაული“ აღიარა, ვამუნათებდე. უბრალოდ, ერთმა ექიმმა შეძლო და გააკეთა ის, რაზეც აქამდე არავის უფიქრია“, წერს ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.