თბილისში ყოველდღიურად 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს უფრო ზრდის, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ქვეითებისა და მძღოლების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა.
ქალაქის მერის მოადგილის ინფორმაციით, თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება როგორც ქვეითების, ასევე მძღოლების ცნობიერების ამაღლებაში და თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობაში, რათა სამომავლოდ უსაფრთხო იყოს ქალაქში გადაადგილება.
"მერია აქტიურად აპირებს ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, რადგან მოწესრიგებული მძღოლებისა და ქვეითების ცნობიერების ამაღლებაში საკმაოდ დიდი როლი აქვს არასამთავრობო სექტორს. თბილისში ავტომობილების რიცხვი საკმაოდ გაზრდილია, დაახლოებით 385 000 რეგისტრირებული ავტომობილია თბილისში. ყოველდღიურად კი 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ბუნებრივია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს უფრო ზრდის. საგზაო უსაფრთხოების მოწყობა და საგანმანათლებლო პროექტები იქნება ის საკითხები, რაშიც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ არასამთავრობო სექტორთან", - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები - მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების მოუწესრიგებლობა და ლიბერალური კანონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.