საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაშიც ესწრებოდა. მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მინისტრმა ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის კონცეფციაც გააცნო. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქალაქი იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა, რომელიც ბავშვების მეცნიერებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, შეხვედრისას მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლებს მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნული უნივერსიტეტი იქნება ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.