გიორგი გახარია: „რაც მეტ შედეგს ვაღწევთ, მეგობრები და პარტნიორები მეტს ითხოვენ, მეტი მოლოდინები აქვთ, ეს ნორმალურია და მიუთითებს მხოლოდ პროგრესზე“
17-12-2019, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“.

 

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში.

 

 

„რაც მეტ შედეგს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ, მეტი მოლოდინები აქვთ. ეს ნორმალურია, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე. ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამას გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 1
#1   ნადიმი
      
ჩემი აზრით.ვიდრე ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები "შეშფოთებას" გამოთქვამდნენ, კარგად უნდა გაერკვენ საქართველოში მიმდინარე პროცესებში და მარტო "ნაცებისა" და მისი სატელიტების მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაციით არ გააკეთონ დასკვნები და არ დაგვიწყონ უაზრო ჭკუის სწავლება. "ქართულ ოცნებას"მართლაც უნდოდა პროპორციული არჩევნები გადმოეტანა 2020 წლისათვის, მაგრამ ამ სურვილს საკმაო მოწონააღმდეგე გამოუჩნდა და ვერ შეძლეს მისი შესრულება.ეს ფაქტი ყველა დონეზე იქნა განხილული და მისი მიზეზი ახსნილი, რასაც კიდევ რაიმეს განმარტება არ უნდა ჭირდებოდეს. რაც შეხება ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.-ეს "ნაცების" მოგონილია და ჩემი აზრით, ეს სიცრუე მიწოდებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ მეგობრებზე, რომელთაც სიმართლის გარკვევა თუ სურდათ, მარტო ტელევიზიის მეშვეობით გაარკვევდნენ იმას, რომ მომიტინგეთა ნაწილი, განსაკუთღებით "ნაცები", როგორ ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში ძალით შეჭრას და მის დაკავებას, როგორ ურტყამდნენ პოლიციელებს სხვადასხვა საგანს, ძალადობდნენ და შეურაცჰყოფდნენ მათ და გარკვეულ ზღვრამდე რა მოთმინება გამოიჩინა პოლიციამ.ასეთ პირობებში, როგორ მოიქცეოდნენ პოლიციელები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან?-ალბათ, უფრო მკაცრად. ჩვენი პოლიციელები კი უფრო თავდაცვით რეჟიმშია. გვევლინება
17 დეკემბერი 2019 13:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი