ლიბიაში 2017 წელს დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს
17-12-2019, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, 2017 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მეზღვაურებმა საპატიმრო დატოვეს. 

 

 

ახლა მოლაპარაკებები საქართველოში მათ სწრაფად დასაბრუნებლად მიმდინარეობს. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, დაკავებულ მეზღვაურებს თავიდან სასამართლომ რამდენიმე ბრალდება წაუყენა.

 

 

"კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება", - თქვა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. ბოლოს მეზღვაურებს ლიბიაში ნავთობის უკანონოდ შეტანას აბრალდებდნენ, რისთვისაც ჯარიმის სახით მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდათ დაკისრებული. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, მეზღვაურებს ეს ბრალდება მოეხსნათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი