თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოფენა - „თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში“ გაიმართება
17-12-2019, 17:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით 18 და 19 დეკემბერს, სასტუმრო „რუმსში“ ახალგაზრდა  დიზაინერების და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენა 18 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება.

 

 

პროექტის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს - ტრადიციული რეწვისა და დიზაინის ურთიერთკავშირის გამყარება, ტრადიციული დარგების ეკონომიკური პოტენციალის და თანამედროვეობასთან კავშირების გაძლიერება. პროექტი ემსახურება ახალგაზრდა დამწყები დიზაინერების და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარებას. 

 

 

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა ტრენინგებს, ვორქშოფებს, სამუშაო შეხვედრებს და გაცნობით ვიზიტებს სფეროს წარმატებულ საწარმოებში. ასევე, კონკურსს - „თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში“. გამარჯვებულებმა მიიღეს მენტორინგი და ფინანსური  დახმარება ტრადიციული რეწვის ოსტატებთან თანამშრომლობაში საავტორო კოლექციის შექმნისთვის. პროექტში მოწვეული დიზაინერები და პროექტის მენტორები არიან გუგა კოტეტიშვილი, ნატო ერისთავი და ნინო მგალობლიშვილი.

 

 

გარდა თბილისის მერიისა, პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისის საკრებულო და აშშ-ის  საელჩო საქართველოში, ხოლო ასოცირებული პარტნიორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი