რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მთელი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული.
„პირველი დღიდანვე ვიყავით ჩართულები. ჩვენი პრინციპი ასეთი იყო – ნებისმირი ფორმატი, საშუალება, კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ, რათა სასწრაფოდ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ჩემს კოლეგასთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი, ვიდრე პრაღაში შედგებოდა შეხვედრა, პრაღაშიც პირველი თემა ეს იყო. გახსოვთ ალბათ იქაც გაკეთდა კომენტარი, რომ ისინი ამაზე იმსჯელებენ და უახლოეს დღეებში ელოდებიან მის გათავისუფლებას. ყველა უწყებაა ჩართული. მთავარია, შედეგი დადგეს, დაიხუროს ეს საკითხი, გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი და ამის შემდგომ ვისაუბროთ, რა და როგორ მოხდა. მთელი ჩვენი საგარეო რესურსია ამაში ჩართული და ხედავთ, რაოდენ დიდი რეზონანსი აქვს ამ საკითხს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.