მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
"ლართან დაკავშირებით მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს ყველა შტო, ერთობლივად მუშაობს და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და დეტალური ანალიზი. მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, დღეს ლარი იმაზე მეტად გვაქვს გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. როდესაც საგადამხდელო ბალანსს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ რეალურად, წინა წელთან შედარებით, დღეის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაზე 182 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი. რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი ლუფტი იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დააზუსტა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ახალ წლამდე პერიოდი მოიაზრება.
"რა თქმა უნდა, ქვეყანაში, სადაც გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, მერყეობები იქნება, ჩვენ გვაქვს პატარა ეკონომიკა, რომელიც არის ღია ეკონომიკა და შესაბამისად, საგარეო ფაქტორები ჩვენზე მოქმედებს. თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს", - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.