თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბრიტანული გასტრონომიული და სამოგზაურო ჟურნალის - Fare თბილისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე ჟურნალის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა რიჩარდ ბელმა ქართულ გასტრონომიაზე, მის უნიკალობაზე და ნომრის შექმნის პროცესზე ისაუბრა.
2019 წლის სექტემბერის თვეში, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისს ჟურნალ Fare-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ჟურნალისტებმა მოინახულეს თბილისში არსებული კვების დაწესებულებები, ღვინის მარნები და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.
აღნიშნული ჟურნალის დეკემბრის ნომერი მთლიანად დაეთმო თბილისს და მის კულინარიულ ტრადიციებს. ნომერში განხილულია, როგორც ქართული სამზარეულოს მნიშვნელოვანი კერძები, ასევე ღვინო, გამორჩეული კვების ობიექტები და ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები. ამასთანავე, წარმოდგენილია დედაქალაქი, როგორც საფესტივალო მიმართულება და დეტალურად არის მოთხრობილი „თბილისობის“ დღესასწაულის შესახებ.
ჟურნალის პრეზენტაციას სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული კომპანიების, ჟურნალების წარმომადგენლები და ადგილობრივი ცნობილი შეფ-მზარეულები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.