დავით ზალკალიანი: „აუცილებელია, ყველა ჩვენს დიასპორის წარმომადგენელს გაუჩნდეს გრძნობა, რომ საელჩო არის მათი სახლი“
18-12-2019, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ელჩების კონფერენციის მონაწილეებთან ერთად საქართველოს პრეზიდნეტის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა წინაშე სიტყვით გამოვიდა.

 

 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე.

 


ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საგარეო უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია მისი გათავისუფლების მაქსიმალური დაჩქარებისკენ.

 


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოზიტიური იმიჯის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საერთაშორისო კონსოლიდაციის დ მხარდაჭერის მოპოვების მნიშვნელობაზე.

 


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას.

 


დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას. მისი განცხადებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

 


„აუცილებელია, ყველა ჩვენს დიასპორის წარმომადგენელს გაუჩნდეს გრძნობა, რომ საელჩო არის მათი სახლი, მოქალაქეებმა არ უნდა იგრძნონ არანაირი ბარიერი საელჩოსა და მათ შორის “- აღნიშნა ზალკალიანმა.

 


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

 


ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი სიგელები გადასცა: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას; ბელორუსში, ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ესტონეთში, ინდონეზიაში, კვიპროსში, პოლონეთში, უკრაინაში, ევროსაბჭოში, ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ასევე, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი