„მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა
18-12-2019, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის და EOD-ის ასეულის წარმომადგენლებისთვის „მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რქბ დაცვის ასეულისა და EOD-ის სამხედროებმა ორკვირიანი სწავლების ფარგლებში შეძენილი უნარ-ჩვევები დასკვნით ეტაპზე პრაქტიკაში განახორციელეს. მათ სცენარის მიხედვით აღმოაჩინეს უკანონო ლაბორატორია, სადაც მომწამვლელი ნივთიერება მზადდებოდა. სამხედროებმა უმოკლეს დროში მოახდინეს მომწამლავი ნივთიერების იდენტიფიცირება, გაუვნებელყოფა, დეკონტამინაცია და აღმოჩენილი ფეთქებადსაშიში მასალების განაღმვა.

 

 

სწავლების მიმდინარეობას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დააკვირდა.

 


სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების უნარ-ჩვევების განვითარება და გაუმჯობესება, ასევე ქვედანაყოფების კომბინირებულად მოქმედება წარმოადგენს. სწავლება საქართველოში თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს DTRA-ს მხარდაჭერით ჩატარდა და მას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი