თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მინდა, დღევანდელი სხდომა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრით დავიწყო. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ მინდა ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი.
ლუკაც ასეთი ბიჭი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი - რატომ? რისი გულისთვის? შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ - ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ - ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა და ასევე, სახელმწიფო ერთნაირად არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.