დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება
18-12-2019, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეეძლებათ.

 


„დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, გამგეობებს გამოყოფილი აქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ. ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი ჩამოდის რეგიონებიდან, ვისაც თავისი ნაწარმოები პროდუქცია ჩამოაქვს. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონრეტულ ლოკაციებზე, სადაც არის სისუფთავე, მივიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები შენდეგ ლოკაციებზე ამოქმედდება: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე; ვერის ბაღის შესასვლელთან; მეტროსადგურების - „დელისისა“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში; დიდუბეში - ბორის პაიჭაძის N1-თან; მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ, ჯავახეთის ქუჩაზე „თიბისი ბანკთან“ და ყვავილების ბაზრობასთან; კალაუბნის ქუჩაზე ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი