ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე ასფალტის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებულია და რამდენიმე დღეში საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„მე დავპირდი მოსახლეობას, რომ დეკემბრის ბოლოსთვის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებული იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში გადადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, სამუშაოები საავტომობილო მოძრაობის პარალელურად გაგრძელდება, ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში, სადაც სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ბორდიურების მოწყობა გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, შეიცვლება გარეგანათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ მოექცევა.
პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.