მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს
18-12-2019, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, რომელიც გარდაცვლილი მოზარდის, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე იძულებითი ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეშიც. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

 

 

საქმის მასალების თანახმად, 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძე თბილისის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩოლოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა. საიას დაცვის ქვეშ მყოფი ნიკოლოზ გოგუაძის განმარტებით, დაკითხვის პარალელურად გრძელდებოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, კერძოდ, 2 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს გოგუაძე პერიოდულად გაჰყავდა სხვა ოთახში, სადაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა, შემდეგ კი ჩოლოიანთან ოთახში აბრუნებდნენ. მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, ჩოლოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. ამავდროულად ჩოლოიანის მიერ შედგენილი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გოგუაძის დაკავების ფაქტობრივ დროდ მითითებულია 2011 წლის 27 მაისი, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად გოგუაძე სამართალდამცავებმა 2011 წლის 26 მაისს დაახლოებით დილის 11 საათისკენ დააკავეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი