ელჩების კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს
18-12-2019, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე - „საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ორგანიზაციებში“ საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

 


ხაზი გაესვა,საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო სისტემის ფარგლებში და საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

 


შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, ეუთოში და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით დონდუამ და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი