თამაზ მეჭიაური: მე არ ვიცი ბატონი ბიძინას აზრი, თუ მას ეს ჩემი განცხადება დისკომფორტს უქმნის, მაშინ მე შემიძლია მას ბოდიში მოვუხადო
03-09-2015, 08:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე შემიძლია ბოდიში მოვუხადო ბატონ ბიძინას,"- ასე პასუხობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს. რომელიც გუშინ მის მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ გაკეთდა.


მეჭიაური ამბობს, რომ მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტის "უმადურობას" და არ უსაუბრია კონკრეტული ორგანიზაციის შესახებ.


"ყოფილ მძღოლს რომ ყოფილი მძღოლი უწოდო, ყოფილ ფეხბურთელს ყოფილი ფეხბურთელი რა შეცდომაა? აქ აქცენტი იყო პრეზიდენტის უმადურობაზე და არა კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციის შეურაცხყოფაზე. თვითონ აქვს სურათები, სადაც ქსოვს. ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ რომ ქსოვა იცის.  ეს კაცი ბატონმა ბიძინამ აქედან გამოიყვანა, იმის მაგივრად, რომ იყოს რიგითი ენჯეოშნიკი რომელიც ქსოვს, არის საქართველოს პრეზიდენტი. მე არ ვიცი ბატონი ბიძინას აზრი. თუ მას ეს ჩემი განცხადება დისკომფორტს უქმნის, მაშინ მე შემიძლია მას ბოდიში მოვუხადო," - აცხადებს თამაზ მეჭიაური.


rustavi2.com

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი