დღეს, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს (ცოლს და 2 ქალიშვილს!) ლანძღავს, ყველანი არიან ნაძირალები! მტრის მიერ დატყვევებულ ქართველ კაცს, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მჯდომს, დამსახურებულ ექიმს, რომელიც მტრის სურვილს ეწინააღმდეგება და ღირსეულად იქცევა, რა პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, მისი და მისი ოჯახის ლანძღვა-გინება არაკაცობაა! დიახ, გათახსირდა ხალხი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერს კადრულობენ: ღირსეულს მოღალატეს უწოდებენ, თეთრზე შავს ამბობენ, მახინჯს ლამაზად შერაცხავენ, ბოროტს კეთილად და პირიქით! ასეთი სუბიექტები, "გაწვებოდნენ მიწაზე" და მტერს ყველაფერზე მოუწერდნენ ხელს თავის გადასარჩენად, სწორედ ეს აღიზიანებთ მათ, - საკუთარი მოქალაქეობრივი უსუსურობა, "მანდრაჟი"! ხოლო, ვინც სამოქალაქო ღირსეული საქციელის მაგალითს იძლევა, მათ შურით და ბოღმით სავსენი ტალახში სვრიან! კაცი მტრის ხელშია, როგორც ქართველი ადამიანი იმიტომ დაიჭირეს, საქართველოს ეროვნულ ინტერესს იცავს და არა პარტიულს, ჰოდა, ლანძღავენ მას ვიღაც პარტიული ფუნქციონერი ქოცები, რითაც ოსტატურად სარგებლობენ ჩასაფრებული ნაცები! აბა, ვაჟა გაფრინდაშვილს არავინ გაულანძღავს, არც იცის ეს ამბავი რომ ოჯახს უგინებენ, ვიღაც არაკაცები! გამოვიდეს სამშვიდობოს და ყველას მოეთხოვება, მინიმუმ ყველა მორალურ პასუხს აგებს, აუცილებლად! ვიმეორებ, ვინც მის ღირსეულ საქციელს პროვოკაციას უწოდებს, იგივეს ფიქრობს - ანწუხელიძეზე, ტატუნაშვილზე და ყველა იმ ქართველ გმირებზე, რომლებმაც თავი არ მოდრიკეს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად!!!...
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.