ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. ისტორიული დღე პროცედურაზე დებატებით დაიწყო, რასაც მოგვიანებით, სავარაუდოდ საღამოს, კენჭისყრა მოყვება.
ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის ობსტრუქციაშია მხილებული.
თუკი „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, საკითხის განხილვა სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ შეადგენენ და სადაც იმპიჩმენტის პროცესი იანვარში დაიწყება, თუმცა პრეზიდენტი სავარაუდოდ გამართლდება, რადგან სენატს პრეზიდენტის თანაპარტიელები აკონტროლებენ.
დღემდე აშშ-ის მხოლოდ ორი პრეზიდენტი იქნა იმპიჩმენტის წესით დადანაშაულებული - ენდრიუ ჯონსონი და ბილ კლინტონი, ორივე "დემოკრატიული პარტიიდან" - მაგრამ სენატის მიერ არც ერთი მათგანი არ ყოფილა გადაყენებული.
ენდრიუ ჯონსონისთვის იმპიჩმენტის კენჭისყრა 1868 წელს შედგა, თუმცა იგი ერთი ხმით გადარჩა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას და მან თავისი ვადის ამოწურვამდე შეძლო ემსახურა შეერთებული შტატებისთვის.
ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტი იყო იმ დროს, როცა პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მოკლეს და კონსტიტუციის თანახმად, იგი გახდა აშშ-ის პირველი პირი. ენდრიუ ჯონსონი ამერიკის მე-17 პრეზიდენტი 1865-1869 წლებში იყო. ის 1875 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.