მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში აგვისტოში სოფელ ბობნევში საოკუპაციო ზოლის მიმდებრედ ადგილობრივ მოსხლეობასთან დაპირისპირების საქმეზე, ბრალი წაუყენეს.
ქაცარავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" და "გ" ქვეპუნქტების დარღვევას ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბრალი წაუყენეს დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთ მოქალაქეს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" და "გ" ქვეპუნქტებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ქაცარავას ემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე; ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ხურვალეთში 20 აგვისტოს მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.