"თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, პარტიისთვის სარწმუნო წყაროდან ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე უახლოეს ხანებში შეცვლის.
"ქართული ოცნების", კერძოდ, თამაზ თამაზაშვილის გუნდი "იბრძვის" დავით ნარმანიას ჩამოშორებისთვის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებისგან და აიძულებენ თავად განაცხადოს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე" - აცხადებს შალამბერიძე.
მისი თქმით, ეს პროცესი აქტიურად დაიწყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევებით ნარმანიას რეიტინგი 20%-საც ვერ აღწევს.
"ის ბაქიბუქი, რომელსაც ეწევა ღარიბაშვილი, თითქოს ნარმანიას არავითარი პრობლემა არ ექნება არც 40%-იანი, არც 50%-იანი და არც 60%-იანი ბარიერის შემთხვევაში, არის ფარსი და ეს კარის ინტრიგის გადასაფარადაა გაცხადებული. თუ რეიტინგის პრობლემა არ არის, მაშინ რატომ არ თანხმდება ხელისუფლება მერის არჩევნების ჩატარებას 50%+1 ბარიერით, რაც არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურს გახდის?!"- განაცხადა შალამბერიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.