„ჩოლოიანი სააკაშვილის დროს ხალხს აწამებდაო რომ ამბობთ, ბოკერია-გვარამია და „ძმანი მათნი“ რას აკეთებდნენ მაგ დროს, ხომ ვერ მეტვით?! რატომ დასეირნობენ გარეთ და ქვეყანა რომ აიკლეს, რატომ არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ დააოკონ ეს ჯალათები?!“ - აღნიშნულ განცხადებას „ფეისბუქზე“ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აქვეყნებს.
„ვზივარ და ვფიქრობ, რატომ არის დაჭერილი ჩოლოიანი?! იმიტომ რომ პოლიციის შენობაში მშობლის თანდასწრებით გამოკითხვის დროს გვერდზე გაიყვანა არასრულწლოვანი და რამდენიმე სიტყვით - მშობლის თვალთახედვის არეალში გაესაუბრა?! ამის შემდეგ, შინ დაბრუნებული არასრულწლოვანი ხტება მე-9 სართულიდან და ამაში ჩოლოიანია დამნაშავე?! შეგახსენებთ, რომ პოლიციის განყოფილებაში, არასრულწლოვნის მიმართ რაიმე სახის იძულება, მუქარა თუ კანონით სხვა გაუთვალისიწინებელი სხვა ქმედება გამოვლენილი არ არის. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე სახის შენიშვნა არც არასრულწლოვნის მხრიდან, არც მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირებული არ ყოფილა. გამომძიებელმა ზეწოლა მოახდინაო რომ აცხადებენ - ვინ და რით დაადგინა აღნიშნული?! რამდენადაც გავიგე, რეალურად, საპირისპირო დგინდება - გამომძიებელი სკამიდანაც არ ამდგარა და გვერდზე არ გაუყვანიათ მოზარდი. მეტიც, სწორედ მშობელი, როგორც კანონიერი წარმომადგენელი გამოთქვამდა სურვილს, რომ არასრულწლოვანს საგამოძიებო ორგანოსთან კვლავ ჰქონოდა კავშირი და ხელახლა დაეკითხათ მისი შვილი, რა მიზნითაც თავად მიიყვანა პოლიციაში განმეორებით. ვხედავ, ყველა ერთად გაგიჟდა და საშველიც არ არის!.. ჩოლოიანი სააკაშვილის დროს ხალხს აწამებდაო რომ ამბობთ, ბოკერია-გვარამია და „ძმანი მათნი“ რას აკეთებდნენ მაგ დროს ხომ ვერ მეტვით?! რატომ დასეირნობენ გარეთ და ქვეყანა რომ აიკლეს რატომ არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ დააოკონ ეს ჯალათები?!“ - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.