ტრამპი უარყოფს კონგრესის კენჭისყრის შედეგებს და ოტომანი თურქების მიერ სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გენოციდად არ მიიჩნევს
19-12-2019, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 1915 წელს სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გენოციდად არ მიიჩნევს, რითაც აშშ-ის კონგრესში ახლახან გამართული კენჭისყრების შედეგები უარყო.

 


გასულ კვირას სენატში გამართულმა კენჭისყრამ აღაშფოთა თურქეთი, რომელიც ყოველთვის უარყოფდა გენოციდს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა, რათა თავისი სიბრაზე გამოეხატა კენჭისყრის შედეგების გამო. ანკარა ვაშინგტონს „ისტორიის პოლიტიზებაში“ სდებს ბრალს.

 


სომხეთი აცხადებს, რომ 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს იმ მიზნით, რომ მთლიანად გაენადგურებინათ ეთნიკური ჯგუფი. მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ადგილი იმ დროს ჰქონდა, როცა თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს წინამორბედი ოტომანთა იმპერია არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა.

 


„ადმინისტრაციის პოზიცია არ შეცვლილა“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი შეხედულებები აღნიშნული საკითხის შესახებ გასულ აპრილს პრეზიდენტის განცხადებაშია ასახული“.

 


აპრილში ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებდა „მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საშინელების“ მსხვეპლთ, მაგრამ მას სიტყვა გენოციდი არ გამოუყენებია. ტრამპმა სომხებსა და თურქებს მოუწოდა „ეღიარებინათ და გაეთვალისწინებინათ მტკივნეული ისტორია“.

 


გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა და ზედა პალატებში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართული კენჭისყრების შედეგად სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა აღიარებული იქნა, როგორც გენოციდი, რის კვალდაკვალაც თურქეთის ავტორიტარი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაიმუქრა ინჩირლიკის საჰაერო ბაზის დახურვით, რომელიც თურქეთშია ბაზირებული და სადაც აშშ-ის ბირთვულ ქობინებია განლაგებული. ერდოღანმა ასევე თქვა, რომ მან შესაძლოა დახუროს კურეჩიკის სარადარო ბაზაც.

 

 

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კონგრესის ორივე პალატის რეზოლუციებს უწოდა „გაბედული ნაბიჯი, გადადგმული სიმართლისა და ისტორიული სამართლიანობის მსახურებისკენ“.

 

 

წინა მცდელობა სენატში გასულიყო აღნიშნული რეზოლუცია, ტრამპის ერთგული მოკავშირის, სენატორ ლინდსი გრეემის მიერ იქნა დაბლოკილი - თეთრი სახლის ინსტრუქციის შესაბამისად.

 


არსებობს საერთო შეთანხმება, რომ ასეულობით ათასი სომეხი გარდაიცვალა, როცა ოტომანმა თურქებმა 1915-1916 წლებში მათი მასობრივი დეპორტაცია განახორციელეს აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიის უდაბნოში და სხვაგან. ისინი მოკლეს ან თავისით გარდაიცვალნენ შიმშილისა თუ დაავადებების შედეგად.

 


ის, თუ რა რაოდენობის სომეხი მოკვდა, სადავოა. სომხები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა 1.5 მილიონს შეადგენდა. თურქთის რესპუბლიკის შეფასებით, საერთო ჯამში 300 000 სომეხი გარდაიცვალა. „ გენოციდის საერთაშორისო ასოციაციის სწავლულთა“ მიხედვით კი, მსხვერპლთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტი იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი