„კი დაგვცინით სსრკს გადმონაშთები ხართო, მაგრამ ოჯახებში ვიზრდებოდით, ტრადიციულ ოჯახებში, სადაც უფროს-უმცროსობა წინა პლანზე იყო, ამიტომ მასწავლებელსაც დიდ პატივს ვცემდით“, წერს „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო გელაშვილი.
„ჩვენ ის თაობა ვართ, კი დაგვცინით სსრკს გადმონაშთები ხართო, მაგრამ ოჯახებში ვიზრდებოდით, ტრადიციულ ოჯახებში, სადაც უფროს-უმცროსობა წინა პლანზე იყო, ამიტომ მასწავლებელსაც დიდ პატივს ვცემდით (ტუალეტში თუ შედიოდა ისიც არ გვეგონა), ცუდი იყო თუ კარგი, ერთმანეთს არ ვამცირებდით და არ ვაბულინგებდით, კარგები ვიყავით თუ ცუდები, ვჩხუბობდით კიდეც, მაგრამ მერე ვრიგდებოდით, ვცელქობდით, მაგრამ ეს ცელქობა სიბოროტეში არ გადადიოდა; ვქეიფობდით, მაგრამ მშობლები გვაკონტროლებდნენ; ვმღეროდით, ვცეკვავდით, ჩვენც გვინდოდა ბევრი რამე გვენახა, გვქონოდა, გვაკლდა, მაგრამ არ გავბოროტებულვართ. მასწავლებელიც სკოლაში მოწესრიგებული, თავის საგნის კარგად მცოდნე და პლუს ადამიანურ ურთიერთობაზე მთხრობელი გვყავდა. სკოლაში ჩემს დროს კომუნისტურ პროპაგანდას არც არავინ ეწეოდა. მე არ მახსოვს სკოლას, ვერაზე 51 სკოლა დავამთავრე, ჩხუბების გამო მაშინდელი მილიცია გამოეძახა და აეტეხათ ამბები, გამონაკლისები ალბათ სადღაც ხდებოდა და ის მილიციაც ალბათ შერიგებით აგვარებდა პრობლემას და არა ჩოლოიანისნაირი ბოროტული ზეწოლით.
ღამის 10 საათზე თუ ზაფხული არ იყო სახლიდან არავინ არ გაგვიშვებდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე გამზარდეს, თუ გავიდოდით ისიც თბილ დღეებში, ეზოში ვიყავით ჩასულები, საუკეთესო ეზო გვქონდა და თინეიჯერობის ასაკშიც ბავშვურად ვერთობოდით. სტუმრიანი ოჯახი მქონდა და მახსოვს ბაბუა-ბების, ჩემი მშობლების სტუმრებთანაც, დიდ ბებია-ბაბუას საპატიო ადგილას დააჯენდნენ ხოლმე, მეც გარკვეულ საათამდე მქონდა უფლება ვყოფილიყავი იქ და ზუსტად იმ სუფრაზე ყველაზე მეტად ვისწავლე, ადამიანის სიყვარული, პატივისცემა, უფროს-უმცროსი, ზრდილობა, საქართველოს სიყვარული, მეგობრობის ფასი, საერთოდ ყველაფერი რაც სიყვარულთან არის დაკავშირებული.
მერე, გართულდა ცხოვრება, ყველაფერი ვნახეთ, ჩვენმა თაობამ, ბევრი ცუდი და ბევრი კარგიც, მაგრამ არ გავბოროტებულვართ და თავის მოკვლაზე არასდროს გვიფიქრია.
ახლა, რასაც ვიტყვი ვიღაცამ შეიძლება შემომიტიოს და მაკრიტიკოს, მაგრამ, მშობლებიც ძალიან დაცილდნენ თავიანთ შვილებს და ზედმეტად მიუშვეს, ხომ იცით „დავერიაი, ნო პროვერიაო“, ყველას რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, ღმერთმა დამიფაროს.
პ.ს. ახლა მოკლედ ვიტყვი, ცხოვრება მშვენიერია!!!!!!!!!“ - წერს ნინო გელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.