ინდოეთში, არასანქცირებულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ასობით ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ახალი კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციები დედაქალაქ ნიუ-დელის ცალკეულ ადგილებში აიკრძალა, ინდოეთის რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები მაინც გაიმართა.
ინდოეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციების აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.
ახალი კანონპროექტი რელიგიური უმცირესობებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას მოიცავს. მათ შორის არიან ბუდისტები, ინდუსიტები, ქრისტიანები, სიქები, თუმცა სიაში არ არიან მუსლიმები. მოქალაქეობის მიღების გამარტივება ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩასულ პირებს შეეხებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.