საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გრძელდება თემატური შეხვედრები.
19 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სესია - „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და საქართველო”. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, გამომსვლელმა ელჩებმა ისაუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებზე და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ქართველმა დიპლომატებმა განიხილეს საუდის არაბეთთან, ირანთან, იორდანიასთან და ისარაელთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივები.
გამოითქვა იმედი, რომ მომავალში აღნიშნულ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.