დაბა ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც 900 ათასი ლარი მოხმარდება, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ასპინძის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე გაეცნენ.
ასპინძის გამგეობის ინფორმაციით, N 1 საბავშვო ბაღში სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, მიმდინარეობს გარე ფასადის მოპირკეთებაც. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ბაღის ახალი ავეჯით, სათამაშოებითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ასევე კეთილმოეწყობა ეზო და საბავშვო გასართობი მოედანი.
კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც.
„ბაღების რეაბილიტაციის შემდეგ დამატებითი ჯგუფების გახსნის შესაძლებლობა გვექნება, რაც შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს. ვგეგმავთ ასევე სპეციალური ტრანსპორტის დანიშვნას, რათა ახლომდებარე სოფლებიდანაც უზრუნველვყოთ ბავშვების ჩამოყვანა. გარდა ამისა, გაიხსნება ინტეგრირებული ჯგუფი, სადაც არაქართული სოფლის, დამალის 80 -მდე პატარა, ქართველ თანატოლებთან ერთად ისწავლის", აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.
რეაბილიტაციის შემდეგ დაბა ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა კონტინგენტი 250-დან 700 აღსაზრდელამდე გაიზრდება.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბოლო ხანებში მხარის მასშტაბით, აშენდა 5 ახალი საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 ბაგა-ბაღს, მოხდა მათი ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, წლის ბოლომდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდება. მათ შორის არის ასპინძის მუნიციპალიტეტში - დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი ქალაქ ახალქალაქის N2, N3 და სოფლების - კუმურდოსა და კარწახის საბავშვო ბაღები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.