თეა წულუკიანი: „უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ნათქვამს უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი“
19-12-2019, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

 

 

 

„მშობლებს ჩვენთვისაც ხშირად უწყენინებიათ, როდესაც ვიყავით პატარები, ახალგაზრდები. ჩვენც ბევრჯერ გვიწყენინებია ჩვენი მშობლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ისე, რომ არ ვიფიქროთ საკუთარი თავის დაზიანებაზე. თქვენ, ბავშვები და არასრულწლოვნები ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. მნიშვნელოვანია, წინა პლანზე გამოვიდნენ არა ჟურნალისტები და მინისტრები, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, არამედ ფსიქოლოგები, განსაკუთრებით ბავშვის ფსიქოლოგები, რომ მათ მედიის დახმარებით გამართონ დიალოგი სწორედ ბავშვებთან. მხოლოდ სისხლის სამართალზე საუბარი, საქმის გარემოებების ტირაჟირება გარდაუვალია, მაგრამ ვიფიქროთ იმაზეც, რას იფიქრებენ  ისინი, ვინც გვისმენენ, არასრულწლოვნები. ისე არ გავაკეთოთ, რომ ამ საქმეზე საუბრისას სხვა ბავშვებს არასწორი აზრები მოუვიდეთ თავში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი