ჯუმბერ კირვალიძე: „ღმერთისგან ბოძებული ცხოვრების კი არა, ვინც ამ ცხოვრებას გვიმწარებს, იმათი ყველას დედაც“!
19-12-2019, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების უსამართლობით, გულგრილობით სასოწარკვეთილ 15 წლის მოზარდს თვითმკვლელობამდე რომ არ დაეწერა, - "ამ ცხოვრების დედაცო", - ამ ტრაგედიას შერაცხავდნენ, როგორც "ჩვეულებრივი" ფსიქიური აშლილობის შემთხვევად! მინდა გითხრათ, ყოველგვარი უტრირების გარეშე, 15 წლის ბიჭის ეს განწირული შეძახილი, არის დიაგნოზი ჩვენი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის! ჩვენი სახელმწიფოც და საზოგადოებაც მძიმედ არის დაავადებული, ეს იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ცხოვრების ყველა სფეროში, რაც წარმოშობს სრულ უპერსპექტივობას, უიმედობას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებში, რომელიც იწვევს ემიგრაციაში წასვლის მსურველთა კატასტროფულ ზრდას! ყველაფრის ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საქართველოში წლებია უკვე, რაც მძვინვარებს პოლიტიკური და ზნეობრივი კრიზისი, რომლის გადალახვის ნაცვლად, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ სრული კათარზისის შემთხვევაში, სულ უფრო ვეფლობით საზოგადოებრივ-პოლიტიკური უზნეობის ჭაობში! დიახ, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არ არის ის ქართული სახელმწიფო, ქართული მაღალზნეობრივი საზოგადოება, რომელზედაც ოცნებობდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ ჩვენი დიდი წინაპრები! დღეს, ქართველები აუტანელი გაჭირვების გამო გარბიან საქართველოდან, ქართული ცხოვრების წესი და ტრადიცია აბუჩად აგდებულია, შებღალულია ტრადიციული ზნეობა, გარყვნილება ცოდვად არ ითვლება, პირიქით, ცუდ ტონად მიიჩნევა მისი დაგმობა! ქვეყანას და ხალხს შეგნებულად თავს ახვევენ იმ "ღირებულებებს და ფასეულობებს", რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, ქართულ სულიერ სამყაროს! ნათესაურ-მეგობრული, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ქართველ ადამიანს ყველასგან გამოარჩევდა, ისიც კი დეგრადაციას განიცდის! დიახაც, 15 წლის ლუკა სირაძის სიტყვები, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ზუსტი შეფასებაა! ღმერთმა შეუნდოს ამ პატარა ბიჭს და ასეც იქნება, აი, ჩვენ კი, უფროსებს არ გვაპატიებს და არც გვეპატიება მისი სიკვდილი!.. ჩვენო ახალგაზრდებო, ჩვენო შვილებო, საქართველოს აწმყო და მომავალო, გთხოვთ, გევედრებით, რომ ღმერთის მიერ ბოძებული სიცოცხლე, ცხოვრება ყოველთვის დააფასეთ, გაუფრთხილდით მას, გიყვარდეთ იგი, რაც არ უნდა მოხდეს თქვენი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში! ამიტომ, არაა სწორი უფლისგან მოცემული ცხოვრების გინება, საგინებლებია ისინი, ვინც "ამ ცხოვრებას გვიმწარებს, იმათი - ყველას დედაც"!! - ვისაც საქართველო არ უყვარს, - ყველას დედაც! - ვისაც ქართველი ხალხი არ უყვარს, - ყველას დედაც! - ვისაც დღეს ქართველობა ეთაკილება, - ყველას დედაც! - ვისაც მშობლების პატივისცემა და სიყვარული არა აქვს, - ყველას დედაც! - ვისაც ნათესავის, მეგობრის, მეზობლის, ახლობლის კეთილდღეობა შურს, - ყველას დედაც! - ვისაც ნათესავის, მეგობრის, მეზობლის, ახლობლის დედაზე, ცოლზე, დაზე, ქალიშვილზე ვნება ერევა, - ყველას დედაც! - ვისაც დედაეკლესია, ქრისტიანული სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სძულს და "მებრძოლ ათეიზმს" ემსახურება, - ყველას დედაც! - ვისაც მოხუცების პატივისცემა არა აქვს, ქვრივ-ობლები, ავადმყოფები, გაღატაკებული ადამიანები არ ებრალება და თუ შეუძლია მათ არ ეხმარება, - ყველას დედაც! - ვისაც სიცრუით, ცილისწამებით, მართალი ადამიანის მორალური თუ ფიზიკური მკვლელობით, ქვეყნის და ხალხის ძარცვით საკუთარი უზრუნველი ცხოვრების მოწყობა უნდა, - ყველას დედაც! - ვისაც წინაპრების პატივისცემა, საკუთარი ისტორიის და კულტურის დაფასება, ქართული ტრადიციების შენარჩუნება არაფრად მიაჩნია, - ყველას დედაც!!!

 

 

პოლიტოლოგი 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 1
#1   შოთა კვარაცხელია
      
რეალური სურთი დახატა ამ წერილის ავტორმა, მაგრამ გაიგებენ რო? ვავა იშ მეტი!
20 დეკემბერი 2019 05:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი