საქართველოს მთავრობამ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად:
აჭარის სატყეო სააგენტოს მიენიჭა ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის და სპეციალური ჭრების განხორციელების, ასევე, ტყის ფონდის ფართობების სარგებლობაში გაცემის უფლება. დღემდე აღნიშნულ საქმიანობას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტო ახორციელებდა.
ტყის ფონდის მართვის ორგანოებს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების გამოტანისა და რეალიზაციის უფლება ეძლევათ.
აღსანიშნავია, რომ ტყეში აკუმულირებული ნარჩენი საფრთხის შემცველია, როგორც ხანძარსაშიში, ასევე, მავნებელ-დაავადებების თვალსაზრისით; შესაბამისად, ტყის ფონდის მართვის ორგანოს შესაძლებლობა ეძლევა, თვითონ გამოიტანოს ტყიდან ხე-ტყის ნარჩენი, დაასაწყობოს და შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზაცია, რითაც მოხდება როგორც ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ისე სააგენტოს შემოსავლების ზრდა. კერძო სექტორს კი, საშუალება ეძლევა გააფართოოს, ან შექმნას ალტერნატიული საწვავი მასალების (ბრიკეტი, პალეტი და სხვა) წარმოება.
აღნიშნული ცვლილება ასევე მოაწესრიგებს ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოში ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების გამოყენების წესი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.