თბილისში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. დანაშაულებრივი ფაქტი ვაკის რაიონში, მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
ცოტნე გამსახურდიამ გონება დაკარგა, მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. გამსახურდიას ჭრილობები თავის, კისრის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტის დაზიანებები საკმაოდ მძიმეა.
ცოტნე გამსახურდიას ჭრილობები, სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.