საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და ამბობს, რომ გამსახურდიამ „ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ძალიან ღირსეული ადამიანია“.
„მიხარია რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას, ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, მას შემდეგ რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას“, აცხადებს სააკაშვილი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც ცოტნე გამსახურდია დაჭერილი იყო.
თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია 7 საათი გაგრძელდა. ექიმის ინფორმაციით, „მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.