პაატა ბურჭულაძე 4-დან 7 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევა
03-09-2015, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 4-დან 7 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევა და მოსახლეობას ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობასა და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.


ფონდის ინფორმაციით, 4 სექტემბერს, 14:00 საათზე შეხვედრა შედგება მესტიაში, 5 სექტემბერს 14:00 საათზე - ზუგდიდში, 6 სექტემბერს ოზურგეთში, ხოლო 7 სექტემბერს იგეგმება შეხვედრა ჭიათურაში.


"შეგახსენებთ, რომ ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ფონდი "ივერიისა" ახორციელებს, რომელსაც, პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას, აშენდება მუზეუმიც. ეს, მართლაც უნკალური მშენებლობა და სახალხო აქციაა, რადგან ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით ვაშენებთ.


ფონდ ,, ივერიისას,, მიერ შემოთავაზებული უნიკალური სქემა ყველა ადამიანს აძლევს აქციაში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. ნებისმიერი შემომწირველი, შეწირული თანხის ოდენობის მიუხედავად, 1 ლარს წირავს თავის სახელზე, ხოლო დანარჩენ თანხას - თავისი ახლობლების , ოჯახის წევრების, გარდაცვლილი წინაპრების ან სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელზე. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიცმილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა. მანამდე ეს გვარ-სახელები იტვირთება ფონდის სპეციალურ საიტზე www.MAKHATA.GE


ტაძრის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს ტაძრის გუმბათზე ჯვრი აღიმართება. წინა დღით მახათას ტაძრის ჯვარი ეზოში იქნება დაბრძანებული, სადაც ჯვარს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II აკურთხებს. ჯვრის მოლოცვის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა", - აცხადებენ ფონდში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი