თემთა პალატა კენჭს უყრის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით
20-12-2019, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა პარასკევს კენჭს უყრის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმას 2020 წლის 31 იანვარს დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით. 12 დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დიდი უმრავლესობით მოსულმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კენჭისყრა დაასრულებს „დაყოვნებას და აღშფოთებას“ და უზრუნველყოფს „სიცხადეს“.

 


ოპონენტები აცხადებენ, რომ ჯონსონის „ბრექსიტის“ გეგმა დიდი ბრიტანეთის მომავალს გაურკვევლობას უქადის და ევროკავშრთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას შესაძლოა მრავალი წელი დასჭირდეს, თუმცა მთავრობა დაჟინებით ირწმუნება, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დასასრულს ყველაფერი თავის ადგილზე იქნება.

 


იმ პირობებში, როცა „კონსერვატორებმა“ გასული კვირის ვადამდელ არჩევნებში თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს - მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროზე 80 მანდატით მეტი - მოელიან, რომ კანონპროექტი ადვილად მიიღებს დეპუტატების მხარდაჭერას. კანონმდებლებს შემდგომი სამი დღე - 7, 8 და 9 იანვარი ექნებათ იმისათვის, რომ თემთა პალატაში აღნიშნულ საკითხზე დებატები განაგრძონ.

 


მთავრობამ განაცხადა, რომ 31 იანვრისთვის, რაც „ბრექსიტის“ ბოლო ვადაა, კანონპროექტს უკვე კანონის სახე ექნება მიღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი